179 235 მსესხებელს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება - „საზოგადოება და ბანკები“

22 მაისი 2024, 15:20 403 ნახვა

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179,235 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 180 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. 179,235 ხელშეკრულებიდან უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული, შინამეურნეობებზე – 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე – 5.3 მლრდ. ლარის (43%). დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნესსესხებია გაცემული – 6.4 მლრდ ლარი.

„საზოგადოებისა და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. ცენტრალური ბანკი ცდილობს, გააუმჯობესოს მოლოდინები, იმისდა მიუხედავად, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის“ ეკონომიკურ ზრდას და გაცვლით კურსს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი, სულ მცირე, შეინარჩუნებდა რეფინანსირების განაკვეთს და დამატებით წნეხს არ გამოიწვევდა გაცვლით კურსზე და ინფლაციის შესაძლო ზრდაზე. ასევე, ჯერჯერობით გაურკვეველია ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი