ირლანდია, ესპანეთი და ნორვეგია მზად არიან აღიარონ პალესტინის სახელმწიფო

22 მაისი 2024, 14:17 410 ნახვა

ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ. გადაწყვეტილება ოფიციალურად  28 მაისიდან ამოქმედდება.   

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა  გაიხსენა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართული კენჭისყრა, რომელზეც 143-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა პალესტინის  ორგანიზაციაში გაწევრიანებას.  ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა  განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 28 მაისს აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ამ გადაწყვეტილებას ისრაელის მყისიერი რეაქცია მოჰყვა.

თელ-ავივმა ირლანდიიდან და ნორვეგიიდან სასწრაფო კონსულტაციებისთვის გაიწვია   ელჩები. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ძირს უთხრის 128 მძევლის დაბრუნების მცდელობებს და ეჭვქვეშ აყენებს ისრაელის თავდაცვის უფლებას.

ისრაელი არ ცნობს პალესტინის სახელმწიფოებრიობას და ისრაელის ამჟამინდელი მთავრობა ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში.

პალესტინა მიესალმა სამი ქვეყნის გადაწყვეტილებას, ჰამასი დარწმუნებულია, რომ  ეს პალესტინის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პოზიციაში გარდამტეხი მომენტი იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში