ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის

22 მაისი 2024, 10:08 401 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი თოხაძე ბაქოში მიმდინარე ტურნირზე ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ფინალურ დაპირისპირებაში თურქ მუთლუს  9:0 სძლია.

ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავა  აჩიკო ბოლქვაძემაც. იგი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე გონიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ცოფურაშვილმა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დმიტრი ბაბორიკო დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი