ბათუმს 10 ქვეყნის უცხოელი ჟურნალისტები სტუმრობდნენ - ტურიზმის დეპარტამენტი

21 მაისი 2024, 12:46 331 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ყაზახი ინფუენსერები სტუმრობდნენ. კონტენტ კრეატორების აჭარაში მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ მიერ რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კონტენტს ამ ეტაპისთვის  5 მილიონამდე წვდომა აქვს - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფლუენსერები ძველ ბათუმს, ბულვარს და ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ. ასევე მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დასაგემოვნებლად კი მედიატურის მონაწილეები ქედაში ღვინის მარანს ეწვივნენ.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად აგრძელებს მედიატურების ორგანიზებას, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. მაისის განმავლობაში, უწყების მოწვევით რეგიონს უკვე სტუმრობდა ჟურნალისტები და ინფლუენსერები ლიეტუვადან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და ყაზახეთიდან. თვის ბოლომდე რეგიონს ასევე ესტუმრება  ფინელი, ესტონელი, უზბეკი და სომეხი ჟურნალისტები. შედეგად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალები სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში გამოქვეყნდება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში