საქართველოს დელეგაცია ათენში

28 მარტი 2017, 00:00 2503 ნახვა

პირველი ქართული დელეგაცია უვიზოდ საბერძნეთში გაემგზავრა. რეისი 13/40 ის მგზავრები არიან საქართველოს პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრები, სტუდენტები, მეცნიერები და ბიზნესმენები.  საქართველოს ევროპულ გზაზე ისაუბრა „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე“ კონფერენციაზე  პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თავად გახსნა. ,,ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ის შემთხვევით არ იმყოფება საბერძნეთში და საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს სწორედ ათენი წარმოადგენს. კონცეფციის შემდეგ კი, მთავრობის მეთაური ბერძენ კოლეგას შეხვდა. ალექსის ციპრასისგან გიორგი კვირიკაშვილმა პირადად მიიღო მილოცვა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა კიდევ უფრო გააძლიერონ  ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი