„ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსი თბილისში

19 მაისი 2024, 17:05 380 ნახვა

„ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ - ამ სლოგანით, თბილისში, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად, სხვადასხვა უნივერსიტეტის, სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შეკრული.

გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა, 14 მაისს, მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო.

აღნიშნულ კანონს, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი