ღონისძიებას სახელწოდებით “ღამე მუზეუმში“ უმასპინძლა გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალმა. დამთვალიერებლებმა ჯერ გონიოს ციხესთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეოები ნახეს, პროგრამის დასკვნითი ნაწილი კი კლასიკური მუსიკის საღამოს დაეთმო. აქტივობა მუზეუმების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
თარიღს სამუზეუმო საზოგადოება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე 40 წელია აღნიშნავს. მისი მიზანი მუზეუმების როლის გაძლიერება და ცნობადობის გაზრდაა. წელს მისი ძირითადი თემატიკა არის “მუზეუმები განათლებისა და კველევებისთვის“.