ანსამბლ ორნანოს ვიდეორგოლი

14 მაისი 2024, 18:09 182 ნახვა

ანსამბლ ორნანოს ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო დღეს კინოთეატრ აპოლოში. ანსამბლი ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის მიზნით 1969 წელს ჩამოყალიბდა და მისი პირველი ხელმძღვანელი ალექსანდრე მსხალაძე იყო.

ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა ოცი წელი იარსება. საიუბილეო კონცერტი ორნანოს წევრებმა 1989 წელს გამართეს. ორნანოს აჭარის დამსახურებული ანსამბლის წოდება მიენიჭა.

ვიდეორგოლში გამოყენებული სიმღერები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს ოქროს ფონდშია დაცული. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო პროექტის მხარდამჭერია. პროექტის ავტორები მაუწყებლის წამყვანები თეონა ზედანია და ილია შავიშვილია.

ვიდეორგოლი პროექტ კადანსის ფარგლებში აჭარის კულტურის სამინისტროს თავისუფალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მომზადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი