ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

15 მაისი 2024, 14:04 437 ნახვა

კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან გარკვეული შეზღუდვები დაწესდება – ასეთია საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპელი მინისტრების გზავნილი. მათი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არის მკაფიო, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა და რაც ევროკავშირის გზას აშორებს. მათი თქმით, ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებებს - ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაზეც ევროკავშირის ღირებულებები დგას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ევროპელ მინისტრებს უთხრა, რომ არავინ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინოს.

პრეზიდენტმა  სტუმრებს აუხსნა, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც მეგობრების რჩევები, არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი