საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა 5 ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან 

14 მაისი 2024, 14:10 386 ნახვა

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ერთიანია ევროპული მიზნის ირგვლივ და  ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას შეეწინააღმდეგება.  

პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფრომაციით, დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი