რუსული ძალები ხარკოვის რეგიონს ინტენსიურად ბომბავენ

14 მაისი 2024, 09:58 429 ნახვა

დრონით გადაღებულ კადრებზე ასახული  შენობები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების თქმით,  ხარკოვის რეგიონში დასახლებულ პუნქტზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა.

ხარკოვის რეგიონულმა პროკურატურამ, რომელმაც კადრები ტელეგრამ-არხით გაავრცელა, განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად კოროტიჩის დასახლებაში, რომელიც ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით მდებარეობს, დაიღუპა  ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. 

საოკუპაციო ჯარი  უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვის გარეუბანში 10 მაისს შეიჭრა და  ახალი, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტი გახსნა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში