კანადაში მასშტაბური ტყის ხანძარია

14 მაისი 2024, 09:58 312 ნახვა

კანადაში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელს უწყობს ქარი და მშრალი ამინდი. ქალაქ ფორტ ნელსონიდან, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 

ეს არის სეზონის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ტყის ხანძარი, რომელიც კანადის დასავლეთ ნაწილში 10 ათას ჰექტარზეა გავრცელებული. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში