15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

14 მაისი 2024, 10:04 334 ნახვა

15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაცია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი