პარლამენტის მიმდებარედ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირება იყო

13 მაისი 2024, 08:43 382 ნახვა

ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩების კვეთაზე, აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის რამდენიმე წუთის წინ მორიგი დაპირისპირება იყო.

სპეცრაზმელებმა რამდენიმე აქციის მონაწილე ტერიტორიას განარიდეს. საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ. მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ.

ცნობისთვის, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან გუშინ, ღამის 10 საათზე შეიკრიბნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი