ტაეკვონდოისტი ზურა კინწურაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

12 მაისი 2024, 21:11 1471 ნახვა

ბათუმელი ტაეკვონდოისტი ზურა კინწურაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ბელგრადში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ზურამ ხორვატი, ირლანდიელი და ბერძენი მეტოქები დაამარცხა.

ფინალში კი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ესპანელ დანიელ ბარერასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კინწურაშვილმა ესტონეთში ტალინის ღია საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის ასევე ევროპული თამაშების მოქმედი ჩემპიონია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი