მას შემდეგ, რაც ისრაელმა ევაკუაცია გამოაცხადა, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი, რაფაჰი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქი, მინიმუმ, 300 000-მა ადამიანმა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ისრაელმა აღმოსავლეთ და დასავლეთ რაფაჰში საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები განახორციელა. ქუვეითის საავადმყოფოს ცნობით, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.