ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად მრავალწლოვანი ხე წაიქცა

11 მაისი 2024, 22:04 1340 ნახვა
00:00
00:00

ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, 26 მაისისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გზაჯვარედინზე მრავალწლოვანი ხე წაიქცა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, თუმცა, მათივე ცნობოთ, მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების გაწევა არ დასჭირვებიათ.

ქარმა, ასევე, დააზიანა  მრავალსართულიანი შენობის ფასადი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი