უჩა აბაშიძეს ბრალი წარედგინა

11 მაისი 2024, 15:08 524 ნახვა

პროკურატურა სამხედრო ბლოგერს უჩა აბაშიძეს და მის ცოლს, მარიამ იაშვილს ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას ედავება.

პოლიცია ამბობს, რომ ამ მიზნით, უჩა აბაშიძის ცოლის საცხოვრებელი ბინა აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობით.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ამტკიცებს, რომ უჩა აბაშიძე და მისი ცოლი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ასეულობით პირის, მათ შორის ცნობილი სახეების ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში