ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

10 მაისი 2024, 18:03 386 ნახვა

საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნები განცხადებას ავრცელებენ. აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი შეიძლება გამოიყენონ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა.

ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია. ქვეყნები საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი