იურიდიული კომიტეტის სხდომა

10 მაისი 2024, 10:58 354 ნახვა

კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე  იმსჯელეს იურიდიულ კომიტეტზე  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც ევროპული დავალებების ნაწილია. 

კონკრეტული ცვლილებები გააკრიტიკა  შალვა შავგულიძემ, რომელსაც კითხვის დასმის დროს მიკროფონი რამდენიმეჯერ გაუთიშა სხდომის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა, იმ არგუმენტით, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ამოეწურა. საბოლოოდ, შავგულიძემ  სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაზეც ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთმა ლიდერმა და ცვლილებების მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა მას ,,ნაცების“  ადვოკატი უწოდა. 

კვალიფიკაცია დაუწუნა ოხანაშვილმა სხდომაზე მყოფ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შავგულიძის მსგავსად კი ,,საქართველოს სასამართლოს გუშაგის“  წევრსაც  მიკროფონი გაუთიშა  დავით მათიკაშვილმა იმის გამო,  რომ ქეთი გაჩეჩილაძემ კითხვის დასმამდე დააფიქსირა პოზიცია საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე  მოვლენებზე, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი