ესტაკადა ყაზახური პროექტით

26 მარტი 2017, 00:00 4437 ნახვა

10 წელზე მეტი ხნის წინ დანგრეული ხიდი და ზუსტად ამდენივე განცხადება, მისი აშენების შესახებ. სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ბათუმის პორტის მიმდებარე ესტაკადა წინასაარჩევნოდ და მის შემდეგ რეგიონის პირველი პირების მთავარი დაპირებაა. ხიდს ხან მთავრობა აშენებდა, ხანაც ბათუმის ნავსადგურის მფლობელი, ყაზახი ინვესტორი. ქალაქის მერიას  პორტის ხელმძღვანელობაზე სამშენებლო ნებართვაც ჰქონდა გაცემული, პორტს კი პროექტი მომზადებული, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. ახლა ირკვევა, რომ ესტაკადას რეგიონის ხელისუფლება საკუთარი სახსრებით და ყაზახური პროექტით ააგებს, რომელიც როგორც მთავრობაში ირწმუნებიან, ინვესტორებმა აჩუქეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი