რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა, არაა დაკონკრეტებული რომელი მუხლით.
ზელენსკის ფოტო და მონაცემები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.