აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა, რომელსაც ამჯერად თბილისმა უმასპინძლა. ეკონომიკის განვითარება, ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული საგანმანათლებლო და ინდუსტრიული პროექტები, ქვეყნის როლი როგორც ეკონომიკური ჰაბი რეგიონში და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის, სწორედ ეს საკითხები განიხილეს ფორუმზე.
ისაუბრეს აზიის განვითარების ბანკის წვლილზე ქართულ ეკონომიკასა და ინვესტიციებში.