აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის განცხადება

04 მაისი 2024, 10:00 379 ნახვა

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობით გააგრძელოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო'ბრაიენი X-ზე წერს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში, ჯიმ ო'ბრაიენი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს.

„ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ მხარს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობით გააგრძელოს" - ნათქვამია სანქციების კოორდინატორის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი