თუ ეს კანონი დააზიანებს ჩვენს მიდგომას, ამას მომავალში ვნახავთ - ჩვენ შევაფასებთ ვითარებას და გვექნება გზამკვლევი კანონის მიღებამდე, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, რა ღირებულების მატარებელია აღნიშნული კანონი.