უცხოური მედიის გამოხმაურება

02 მაისი 2024, 10:01 263 ნახვა

ქართულმა პოლიციამ აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, დაარბია - ასე ასათაურებს სააგენტო როიტერსი  საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილ ვრცელ რეპორტაჟს.

მასობრივი პროტესტის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა  კანონპროექტი "უცხოური აგენტების შესახებ" მეორე მოსმენით დაამტკიცა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და შუქ-ხმოვანი  ყუმბარები კანონპროექტის მოწინააღმდეგე მომიტინგეების დასაშლელად. სააგენტო აღნიშნავს, რომ მუდმივად მზარდი საპროტესტო აქციები თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმართება თბილისის ცენტრში.  ოთხშაბათს კი აქამდე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი გაიმართა. ათობით ათასმა მომიტინგემ  დედაქალაქის ცენტრი გადაკეტა.

როიტერი წესრიგის დამცველთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შესახებ წერს და აცხადებს, რომ მათი კამერის ობიექტივში რამდენიმე დასისხლიანებული მშვიდობიანი მომიტინგე მოხვდა.

ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესია, მთავრობას და მომიტინგეებს მოლაპარაკებებისკენ  მოუწოდებს და ორივე მხარეს ურჩევს, როგორც თავად უწოდა, პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში