ჩინეთში ავტომაგისტრალის ჩამოშლის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა

02 მაისი 2024, 09:02 397 ნახვა

ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ჩქაროსნული გზის მონაკვეთის ჩამოშლის შედეგად  დაიღუპა 36  და დაშავდა 30 ადამიანი.

მსხვერპლი გამოწვეულია იმითაც, რომ საპირველმაისო არდადეგებზე ქვეყანაში მილიონობით ადამიანმა  იმოგზაურა. გზის ჩამოშლის დროს მიწის მასამ 23 ავტომობილი ჩაიტანა. 

გუანდუნგის პროვინციაში აპრილის ბოლოდან ძლიერი წვიმა და სეტყვაა, მეწყრული მოვლენები, ღვარცოფი გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი