მართლმადიდებლური სამყარო ბზობას ზეიმობს

28 აპრილი 2024, 10:00 284 ნახვა

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად, იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. ბიბლიური ლიტერატურის მიხედვით, იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.

მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში