კამელიების გამოფენა

25 მარტი 2017, 00:00 2718 ნახვა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა მოეწყო. წელს პირველად, ღონისძიება ღია ცის ქვეშ, ბაღის ზედა პარკში, პანორამულ გადასახედზე გაიმართა, სადაც 70-მდე ჯიშის მოყვავილე  იაპონური კამელია და ბაღში გამოყვანილი  ჰიბრიდები  გამოიფინა. ბაღში გაცილებით მეტი სახეობის კამელია ხარობს, თუმცა ამ დროისთვის 18 ჯიშის მთის კამელია არ ყვავილობს. ბაღში დაცული კოლექცია ერთ-ერთი უნიკალურია. კამელიების გამოფენა-გაყიდვა ბოტანიკურ ბაღში, წელს მესამედ ჩატარდა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი