ენმ-ის ბრალდება ხელისუფლებას

27 აპრილი 2024, 13:40 425 ნახვა

29 აპრილს, ქართლი ოცნების მიერ დედაქალაქში დაგეგმილ აქციას ეხმაურებიან ოპოზიციაში. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა მმართველი გუნდი ანტიევროპულ ქმედებებში დაადანაშაულეს.

განაცხადეს, რომ აქციაზე საჯარო და ბიზნეს სექტორში დასაქმებულების იძულებით წაყვანის ფაქტებზე აქვთ ინფორმაცია. მათი თქმით, შანტაჟისა და მუქარის შემთხვევაზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ, მოქალაქეებს კი  მოუწოდებენ უარი თქვან აქციაში იძულებით მონაწილეობაზე.

აქციაზე იძულებით მონაწილეობის ფაქტებს უარყოფენ “ქართულ ოცნებაში“. ტიტე აროშიძის განცხადებით, მხარდამჭერთა ჯგუფები თავად უკავშირდებიან და საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას სთხოვენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი