ვიზიტი ბრიუსელში

25 მარტი 2017, 00:00 2080 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში სენატორებთან ჯონ მაკკეინთან და რონ ჯონსონთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებებზე აშშ-ს ადმინისტრაციასთან და პოლიტიკურ წრეებთან ბოლო პერიოდში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. სენატორი მაკკეინი მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა. ამერიკელი სენატორები მიესალმნენ საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას, რომელშიც ასევე კონგრესმენთა დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

ამავე კატეგორიაში