სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინა

24 აპრილი 2024, 15:50 371 ნახვა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირება განხორციელდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში, ხორცისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო, ასევე, ნედლი რძის თერმული დამუშავების ობიექტებში, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ა.შ.

"აღინიშნა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე; ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების წესისა და რეალიზაციის ვადების დარღვევა.

სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

მონიტორინგის ფარგლებში აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 817 ნიმუში/სინჯი.

პირველ კვარტალში სურსათის ლაბორატორიული კვლევისას არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა:

პესტიციდების ნარჩენები მცენარეულ და ცხოველურ სურსათში (შემოწმდა 72 ნიმუში);

ტრანსცხიმები (შემოწმდა 21 ნიმუში);

გმო (შემოწმდა10 ნიმუში); ლისტერია (შემოწმდა 50 ნიმუში);

ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა (შემოწმდა 41 ნიმუში);

კალციუმის შემცველობა ხორცის პროდუქტებში (შემოწმდა 15 ნიმუში).

რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის აღებული 60 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 1 ნიმუშში; ბრუცელოზი აღმოჩნდა ნედლი რძის 2 ნიმუშში, რის შესახებაც ეცნობა ბიზნესოპერატორს და შესაბამისი გამოკვლევის დასრულებამდე აეკრძალა რძის მიღება.

მიმდინარე წლის განმავლობაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს სურსათის/სასმელი წყლის 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღება აქვს დაგეგმილი"- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი