შეზღუდვები რიკოთის ძველ გვირაბში

24 აპრილი 2024, 11:38 227 ნახვა

დღეს და ხვალ ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები წესდება. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში