აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

24 აპრილი 2024, 09:55 311 ნახვა

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79 სენატორმა 18-ის წინააღმდეგ. მხარდამჭერთა უმეტესობას დემოკრატები შეადგენენ.

„დღეს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ინანოს დღე, როდესაც ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

პროცედურულად, კანონპროექტს ახლა ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რათა კანონად დამტკიცდეს და ამოქმედდეს. როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის კანონპროექტს ხელს მიღებისთანავე მოაწერს.

ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, რომელიც ძირითადად განკუთვნილია რეგიონში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად. მეოთხე კანონპროექტი, სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი