"არა რუსულ კანონს" - ამ შეძახილებით, ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, ქალაქის ქუჩებში, აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებდნენ შეუერთდნენ პროტესტს და "ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული კანონპროექტის კანონად ქცევას შეეწინააღმდეგონ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" საკანონმდებლო ორგანოდან გამოთხოვნა.
პროტესტს ბათუმელი სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ოპოზიციის წევრები უერთდებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, მოქალაქეები ევროპის მოედანზე დაბრუნდებიან და თავიანთი მოთხოვნების გაჟღრებას ქალაქის მთავარი მოედნიდან გააგრძელებენ.