თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე პროცესებზე არა ერთ საერთაშორისო მედიაში ისაუბრა. ფრანს ინფოსთან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ხალხი უკან ვერ დაახევინებს ხელისუფლებას, ამას შეძლებს არჩევნები.
როგორც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, ხელისუფლებას რუსული სტრატეგია აქვს, რაც ევროპელ პარტნიორებთან საქართველოსთვის კურსის შესაცვლელად „ჭადრაკის თამაშია“.
განმარტა, რომ ასეთ კანონზე საუბარი განსაკუთრებით მიუღებელი მაშინ არის, როცა საქართველო ევროპის კართან მივიდა.