ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

19 აპრილი 2024, 10:22 233 ნახვა

ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა - ინფორმაციას გამოცემა „სიბიესი“ ამერიკელ ოფიცრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ ისპაჰანის აეროპორტთან. ადგილობრივი მედია სულ 3 აფეთქებაზე წერს, მათ შორის ერთი ირანის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს.

სარაკეტო თავდასხმას მნიშვნელოვანი ობიექტები საგრძნობლად არ დაუზიანებია, რაზეც ირანის სახელმწიფო მედია წერს.  

ამასთან, მათივე ცნობით, ისრაელის თვითმფრინავს ირანის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში