ევროპული საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეტანილი არ არის - ჰერჩინსკი

17 აპრილი 2024, 15:17 414 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეტანილი არ არის.

ამასთან, ელჩმა არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საუბარი მაინც შედგეს.

"დღეს, 17 აპრილს ევროპელი ლიდერები ირკიბებიან ბრიუსელში. გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩაინიშნა. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, რომელსაც ლიდერები განიხილავენ. ისინი ძირითადად ეხება ევროკავშირის შიდა მოვლენებს, მაგრამ ასევე ლიდერებს გეგმაში აქვთ, განიხილონ უკრაინის საკითხი, აგრეთვე, ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან. ასე რომ, საქართველო არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ არ გამოვრიცხავ და ყოველთვის შესაძლებელია, რომ ლიდერებმა ასევე ისაუბრონ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ლიდერების გადასაწყვეტია, რა განიხილება მათ შეხვედრებზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინკიმ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში