გახმაურებული და სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, სავარაუდოდ, დღესაც ხმაურის ფონზე წარიმართება.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ამ წუთებში უნდა გაგრძელდეს.
სხდომის დაწყებამდე გაკეთდა მწვავე პოლიტიკური განცხადებები, ოპოზიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ''ქართული ოცნების'' წევრებს უარი თქვან საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მათი შეფასებით რუსულის ანალოგია და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.