დღესაც გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები პარლამენტთან, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება.
ასობით ადამიანი ისევ ცდილობს კანონპროექტის ინიციატორებს გააგონონ ხმა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება ქვეყნისთვის საზიანოა, ხოლო უცხოური ინტერესების გამტარებლის სტატუსი რეპუტაციის შემლახავი.
დღესვე ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან საღამოს მეორე აქციაა დაანონსებული.