პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როდესაც საკითხზე მომხსენებლი, მამუკა მდინარაძე ტრიბუნასთან იდგა, მასთან დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მივიდა და ხელი გაარტყა. ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ.
მოგვიანებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოპოზიციონერ დეპუტატებს - სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
შესაბამისი განცხადება ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის სხდომის სხდომაზე გააკეთა, რომელიც მცირეხნიანი შეწყვეტის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ განახლდა.