მსოფლიო ლიდერები ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას გმობენ

14 აპრილი 2024, 10:43 357 ნახვა

ირანის უპრეცედენტო დარტყმა ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით არის მნიშვნელოვანი ესკალაცია, – ამის შესახებ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

„ეს შეიძლება, გახდეს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ქაოსის გაღვივების მიზეზი. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს თავდასხმას და გააგრძელებს მუშაობას დეესკალაციისა და უფრო მეტი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

მკაცრად დაგმო, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმაც ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე.

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და განაცხადა, რომ ეს მთელ რეგიონს ქაოსში ჩაძირვის საფრთხის წინაშე აყენებს.

ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ოეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელიც.

ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი