ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, – ამის შესახებ, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ გაუშვეს.
"დამშვიდდით და მიჰყევით ბრძანებებს", - მედიაში ვრცელდება ისრაელის პრემიერის მიმართვა მოქალაქეებისადმი. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი კარგად არის მომზადებული ირანის თავდასხმებისთვის. ამასთან, პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ აფასებს აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერას.
ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა.
მანამდე, ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხის გამო, ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და სხვადასხვა სახის შეკრებებზე შეზღუდვები დააწესა.