სპორტის სამინისტრომ საავტომობილო სპორტის ფედერაციას 12 ერთეული კარტინგი გადასცა. მრბოლელები ახალშეძენილი კარტინგებით საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
ისინი ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან საბურავებით და რბოლასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯით.
ახალშეძენილი კარტინგებით არენაზე საჩვენებელი გარბენიც მოეწყო.