"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სტუდენტებს გააცნო. თუმცა მამუკა მდინარაძისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელების შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
დასრულების შემდეგ კი მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ შეხვედრაზე ორი საკითხი დააყენეს, რომელსაც უმრავლესობა გაითვალისწინებს, მისივე თქმით, ჩანაწერის მერვე პუნქტში სიტყვა „მინიშნება” შეიცვლება „ინფორმაციით”, რათა ვინმემ “სპეკულაცია არ მოახერხოს”.