ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსში პრეზიდენტის წარმომადგენელი სოლიდარობის ნიშნად მონაწილეობას არ იღებს.
მისი განცხადებით, კომისიის სხდომაზე მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მეორედ ინიცირება გააპროტესტეს და თავმჯდომარეს მოუწოდეს განხილვები 15 აპრილამდე გადადებულიყო, თუმცა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მესამე სექტორმა მუშაობა შეაჩერა.
ამის გამო პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესში მისი წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს. კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრება დღეს გაიმართა, მოუსმინეს თავმჯდომარეობისა და წევრობის 5 კანდიდატს, მათ შორის ცესკოს მოქმედ ხელმძღვანელს.
კანდიდატებმა საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს და აქცენტი ელექტრონული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე გააკეთეს.