საქართველოს ეკონომიკა წელს 5 პროცენტით გაიზრდება, 2025 წელს კი, 5,5 პროცენტით - აზიის განვითარების ბანკი

11 აპრილი 2024, 11:41 371 ნახვა

საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს საშუალოდ გაიზრდება შემცირებული საგარეო მოთხოვნისა და სერვისების ზრდის შემცირების ფონზე, ხოლო 2025 წელს მეტი ზრდაა მოსალოდნელი, - ამის  შესახებ აზიის განვითარების ბანკის ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2025 წელს 5.5%-ით, რაც ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის ფონზე გახდება შესაძლებელი.

"საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში განუხრელად იზრდება. ყურადღების გამახვილებარეგიონულ თანამშრომლობაზე, კერძო სექტორისხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება დაუფრო მწვანე და კლიმატგამძლე ეკონომიკაზეგადასასვლელად საჭირო პოლიტიკის გატარება ქვეყანაში შექმნის დოვლათს და მოსახლეობისსოციალურ დაცვას გააძლიერებს“, - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.

როგორც განახლებულ ანგარიშში წერია, აზიის განვითარების ბანკი 2024 წელს ინფლაციის მცირედით, 3.5%-მდე ზრდას ელოდება, ხოლო 2025 წელს 4%-მდე, სამომხმარებლო ფასების მცირედი ზრდის ფონზე. ფისკალური დეფიციტი დააკმაყოფილებს მთავრობის ფისკალურ წესს და 2024 და 2025 წლებში მშპ-ს 3%-ს არ აცდება, რაც განპირობებულია საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებით, საგადასახადო დანახარჯების რაციონალიზაციითა და საგარეო ვალის გონივრული მართვით. შემოსავლები 2024 წელს მშპ-ს 28% გახდება, ხოლო 2025 წელს 28.5% გადასახადების გაზრდილი ამოღების შედეგად.

ADB-ის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ რეგიონში შესაძლოა, შეანელოს სერვისების ზრდა 2024 წელს 5.5%-მდე, ხოლო 2025 წელს გაიზარდოს 6.3%-მდე ტურიზმში სწრაფი წინსვლის შედეგად. მრეწველობის ზრდას 2024 წელს 4.2%-ით პროგნოზირებენ, 2025 წელს 4.9%-ით, ფეროშენადნობთა მაღალი წარმოების ხარჯზე.

სოფლის მეურნეობის ზრდა 2024 წელს 0.5%-მდე შემცირდება, მომავალ წელს კი 1.1%-მდე გაიზრდება მთავრობის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისა და დაზღვევისა და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების შედეგად.

აზიის განვითარების პროგნოზის მიხედვით, იმპორტი შედარებით დაბალი ტემპით გაიზრდება და 2024 წელს ზრდა 6.1%-ი იქნება, შიდა ზრდის შენელებისა და ავტომობილების შემცირებული რეექსპორტის ხარჯზე, ხოლო 2025 წელს 11.1%-მდე გაიზრდება. პროგნოზის მიხედვით, მოხდება ფულადი გადარიცხვების სტაბილიზება დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარამდე მომდევნო 2 წლის განმავლობაში, რადგან რუს მიგრანტებთან დაკავშირებული გარე შემოდინება შენელდება და საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდება, რამაც შესაძლოა დაღმავალი ზეწოლა მოახდინოს ლარზე.

ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს მოსახლეობა ბერდება, მოსახლეობის ჩანაცვლების დონეზე დაბალი შობადობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების ემიგრაციის გამო. ADB-ში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს შეუძლია გაზარდოს დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერება, უნარ-ჩვევების განვითარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ზრდით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი