დასაქმდი ტურისტულ სფეროში - გახდი გიდი

23 მარტი 2017, 00:00 2660 ნახვა

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების მომზადებას იწყებს.

ტრენინგების ფარგლებში  60 გიდის გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით  იგეგმება.

  • მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია
  • ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი
  • მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა - ხიხანის მარშრუტი, ხულო გოდერძი - მწვანე ტბის მარშრუტი
  • დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება ( სახალვაშო- შუამთა )

მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია სააგენტოში 5 აპრილამდე გაგრძელდება.

სატრენინგო პროგრამაში ჩართვა მოქმედი გიდების გარდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მსურველებმა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები პროდუქტების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე Agency@gobatumi.com უნდა გააგზავნონ.  

5-დან 15 აპრილამდე,  ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში ჩატარდება გასაუბრება, სადაც მოხდება ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა გადარჩევა და შესაბამის სატრენინგო პროგრამაში ჩასმა. ტრენინგები აპრილის ბოლოდან დაიწყება და 15 ივნისამდე გაგრძელდება.

 

 

ამავე კატეგორიაში