ბრიტანეთის მენის კუნძულს ქარიშხალმა კეტლინმა გადაურა. უზარმაზარმა ტალღებმა საფრთხე შეუქმნა საავტომობილო მოძრაობას დუგლასის სანაპიროზე.
თვითმხილველთა მიერ გადაღებული სტიქიის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. კუნძულის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სანაპირო რაიონებში განგაშის ყვითელი დონე გამოაცხადა.
ქარიშხალი კეტლინი, რომელსაც სახელი ირლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დაარქვა 2023-24 წლების სეზონის რიგით მე-11 შტორმია, რომელმაც ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში ნგრევა გამოიწვია.