“მუზეუმის როლი განათლებაში“ – მოსწავლეთა კონფერენცია მუზეუმში. მე- 7-დან მე-12 კლასის მოსწავლეები აჭარის მასშტაბით ისტორიის, ლიტერატურის, ეთნოლოგიის, არქეოლოგიის, ხელოვნების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებებით მოხსენებებს წარადგენენ. პროექტში წელს 184 მოსწავლეა ჩართული. კონფერენცია წელს მეორედ ტარდება და 7 აპრილის ჩათვლით სხვადასხვა მუზეუმში გაიმართება. მონაწილეები სერთიფიკაებით დაჯილდოვდებიან.